საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030114972916918
             № 01-126/ო 24 / მაისი / 2018 წ.             
ტრანსპლანტაციის საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების" მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

 
 1.  ტრანსპლანტაციის საბჭო (შემდგომში - საბჭო)
განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

 ა) ზაზა ბოხუა  -  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე;

 ბ) მაია ლაგვილავა  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მარინა დარახველიძე  -   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

დ) ნათია ნოღაიდელი  -  სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;

ე) ნანა კალმახელიძე -  სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი;

ვ) შორენა ოქროპირიძე - სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი; 

ზ) პაატა ბუკია - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, საბჭოს წევრი;

თ) ზაზა აბრამიძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მრჩეველი, საბჭოს წევრი;

 ი) მაგდა ნასყიდაშვილი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბჭოს წევრი.

2. საბჭოს საქმიანობაში საბჭოს წევრის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობის მიღება ეთხოვოს:

ა)   გია თომაძეს  -  ა(ა)იპ -  საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი;

ბ) არჩილ ჩხოტუას  -  ა(ა)იპ - საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი;

გ)   გიორგი ინგოროყვას  -  ა(ა)იპ - საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი;

) ირმა ჭოხონელიძეს  - ა(ა)იპ - დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის ხელმძღვანელი, პროფესორი;

ე) მიხეილ ღონღაძეს
- სს - კ. ერისთავის სახ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი;

ვ)
ლევან გოგიჩაიშვილს - სს - „სამედიცინო კორპორაცია ევექსი,“ შპს - პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის ჰეპატო-ბილიარული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ზ) კობა შანავას - შპს „ავერსის კლინიკის“ ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ)  ირაკლი ღლონტს  -  შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის განყოფილების უფროსი;

ი) ნინო კარანაძეს  - ა(ა)იპ - საქართველოს ოფთალმოლოგთა კავშირი (ასოციაცია), სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი;

კ)  გოჩა შათირიშვილს  -  ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“-ს სამედიცინო დირექტორი;

ლ)  თეო აქიმიძეს  -  ა(ა)იპ - საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, ადმინისტრაციის უფროსი.

3.
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია, მოიწვიოს და საკონსულტაციო პროცესში ჩართოს სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები, სამინისტროს და საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

4. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებსაქართველოს კანონის მე-18 მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭოს თანხმობა ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღების თაობაზე შესაძლებელია, მიღებულ იქნას  საბჭოს წევრების მიერ განაცხადის ელექტრონულ ფორმატში განხილვის საფუძველზე.

5. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

6. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

7.  საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ტრანსპლანტაციის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის №01-302/ო ბრძანება.

9.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო